ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარსდგება
FaceBook

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარსდგება.

ჯერჯერობით უცნობია რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი,თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ  იგი აქცენტს გააკეთებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, შეეხება შეწყალების საკითხს.

პროცედურულად, მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნას უმცირესობის ფრაქციები დაიკავებენ, რომლებიც შეკითხვებს დასვამენ.

დეპუტტებს მიმართავს უმრავლესობის ლიდერიც, რის შემდეგაც პრეზიდენტი  შემაჯამებელი სიტყვით გამოვა.

 

Print