ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციურში ერთი მესაზღვრე და აეროპორტის თანამშრომელი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ხუთ პაციენტთაგან ერთი აეროპორტის თანამშრომელი და მესაზღვრეა.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მესაღვრე კლინიკაში 2 მარტს დილით მოათავსეს. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გადაგზავნილია და პასუხები  დღის ბოლოსთვის იქნება.

პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან განაწილებულნ
ი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა   26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
Print