ახალი ამბები
ქუთაისის სახელმწიფო თეატრებში სპექტაკლების ჩვენება დროებით შეწყდება
FaceBook

საქართველოს კულტურის სამინისტრო თეატრებისთვის  რეკომენდაციას გასცემს, რომ მათ  დროებით შეწყვიტონ სპექტაკლების ჩვენება და ჩაატარონ სადეზინფექციო პროცედურები.


მესხიშვილის თეატრი, ქუთაისის ოპერისა და ქუთაისის თოჯინების თეატრები სპექტაკლების ჩვენებას 16 მარტის ჩათვლით წყვეტენ.

ამ ხნის განმავლობაში თეატრების შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

„ვასრულებთ სამინისტროს ყველა მითითებას და რეკომენდაციას ამიტომ თეატრში შეწყდება სპექტაკლების ჩვენება და ეს დრო სადეზინფეციო სამუშაოებს დაეთმობა“, - ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.  ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი სახელწოდებით covid 19 საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს და იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ 31 წლის ქალს. ირანი და იტალია, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით ყველაზე ცხელი წერტილებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში  დაიწყო.

Print