ახალი ამბები
ომბუდსმენი შუქრუთში მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.

ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა რესურსი, ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და კომპანიასთან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.

ასევე, მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს უშუამდგომლოს შუქრუთის მოსახლეობას და პირადად ჩაერთოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში, რათა დაცული იყო მათი როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.

თავად შუქრუთელები კი მე-15 დღეა პროტესტს აგრძელებენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კომპანია მათი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და დაზარალებულ 282-ვე ოჯახს ზიანს არ აუნაზღაურებს.

შუქრუთის მცხოვრებლებს მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად ბლოკირებული აქვს შუქრუთში არსებული ყველა მაღარო. მოსახლეობა ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.


შუქრუთელებმა აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.


ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

ამავე თემაზე:

"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებები შუქრუთელებს და მოსახლეობის პასუხი

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)
Print