ახალი ამბები
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვი მოათავსეს
FaceBook

ქუთაისის  ახალი ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვს აკვირდებიან.


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 7 წლის ბავშვი იტალიაში მშობლებთან ერთად მოგზაურობდა, ის ერთი კვირის წინ დაბრუნდა სამშობლოში,  ბავშვის მშობლებს ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ, არასრულწლოვანს კი მაღალი ტემპერატურა აქვს, რის გამოც ინფექციურში გადაიყვანეს.

არასრულწლოვანის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნიან , მასთან ერთად ორ პაციენტს აუღებენ სინჯს , სამივე მათგანის ანალიზის პასუხი  ხვალ იქნება ცნობილი.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში ვირუსის სიპტომებით ცხრა პაციენტია მოთავსებული,სამ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

Print