ახალი ამბები
"ჩვენი თავისუფლება დღეს აჭარის ტელევიზიის თავისუფლებაზე გადის"
FaceBook
"ჩვენი თავისუფლება დღეს აჭარის ტელევიზიის თავისუფლებაზე გადის"- ამ სლოგანით ფეისბუკის სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

აქციის ქუთაისში ჟურნალისტებთან ერთად სამოქალაქო მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში " წევრებიც შეურთდნენ.

ამ სლოგანით თავიანთ პროფილებზე მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ ფეისბუკის მომხმარებლები ინიციატივის სოლიდარული გახდებიან და ხელისუფლება დაინახავს ძალას, რომელიც აჭარის ტელევიზიის მებრძოლი გუნდის უკან დგას.

"ის რისთვისაც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები იბრძვიან და რისთვისაც მათ ხელისუფლება სჯის , არის საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი - ემსახურო ხალხს და არა მთავრობას. თავისუფლებისთვის ბრძოლა გადამდებია," - აცხადებს მოძრაობის წევრი , ეკა ფხაკაძე.


2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. კოხრეიძის არჩევის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა.

Print