ახალი ამბები
ქუთაისში, კორონავირუსის გამო, საქალაქო ტრანსპორტს დეზინფექციას ჩაუტარებენ
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტს, მერიის დავალებით, კორონავირუსის გამო სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება.

დეზინფექციას შპს "სადეზინფქციო სამსახური"  განახორციელებს.

"გადამზიდავებთან კოორდინირებულად ვმუშაობთ, ყველა  კომპანია იღებს პახუსიმგებლობას და ცხადია, ისინი დეზინფექციას ჩაუტარებენ ტრანსპორტს", - ამბობს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების წარმომადგენლი დავით კლდიაშვილი.

გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ დეზინფექციას დაახლოებით, სამშაბათს, საღამოს საათებში დაიწყებენ და ერთ კვირაში დასრულდება.


შპს "სამგზავრო 2007"-ის ხელმძღვანელი, ალეკო დვალიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ყოველ საღამოს იდეალურად ხდება მათ დაქვემდებარებაში არსებული ავტობუსების დასუფთავება.

"თუმცა, ახლა ამ ვირუსის გამო მეტი ყურადღება დეთმობა ტრანსპორტში სისუფთავეს", - ამბობს ალეკო დვალიშვილი.

ქუთაისში ამდროისთვის 42 მიკროსაავტობუსო და 10 საავტობუსო ხაზია.

დღეში კი ქალაქს დაახლოებით, 165 მიკროავტობუსი და 64 ავტობუსი ემსახურება.

კორორნავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს  დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან  ჩამოვიდა. ვირუსი აღმოაჩნდა იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ ახალგაზრდა ქალსაც, რომელიც,   ასევე,  საქართველოს მოქალაქეა. მან სამედიცინო დაწესებულებას 27 თებერვალს მიმართა.
Print