ახალი ამბები
ქუთაისში პარიზის რეისით ჩამოფრენილი მგზავრი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს
FaceBook
მგზავრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პარიზიდან ჩამოფრინდა ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს.

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მგზავრი 29 თებერვალს მედიკოსების გადაწყვეტილებით მოათავსეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გაგზავნილია და პასუხი 2 მარტს იქნება ცნობილი. 

ინფექციურში მის გარდა, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული. მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დანარჩენი სამი პაციენტის პასუხს კი, ასევე, 2 მარტს ელოდებიან. 


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს  დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან  ჩამოვიდა. ვირუსი აღმოაჩნდა იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ ახალგაზრდა ქალსაც, რომელიც,   ასევე,  საქართველოს მოქალაქეა. მან სამედიცინო დაწესებულებას 27 თებერვალს მიმართა.

 

Print