ახალი ამბები
''ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის''- ბაგა-ბაღების გაერთიანება
FaceBook

ქუთაისის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანების'' ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის, ინფორმაციით ბაგა-ბაღებში,  ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესი  საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გამო.


'' ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ და ორშაბათამდე მივიღებთ გადაწყვეტილებას შეწყდება თუ არა ბაღებში სწავლა'',- აცხადებს დავით წიტაიშვილი.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს გამოაცხადა და ის 16 მარტამდე გაგრძელდება.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.


 

Print