ახალი ამბები
ქუთაისისა და საჩხერის საავადმყოფოებიდან ლუგარის ლაბორატორიაში 11 ნიმუშია გადაგზავნილი
FaceBook

ლუგარის ლაბორატორიაში იმერეთიდან 11 პაციენტის ნიმუშს სწავლობენ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ნიმუშები ქუთაისისა და საჩხერის ინფექციური საავადმყოფოებიდან არის გადაგზავნილი.

„ქუთაისის და საჩხერის საავადმყოფოდან აღებულია 11 ნიმუში. ძირითადად,  ქუთაისის ინფექციურიდან. ისინი გადაგზავნილია ლუგარში და ჩატარდება კვლევა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის ხელმძღვანელმა დღესვე კორონავირუსის არსებობის მესამე შემთხვევა დაადასტურა.  მისი თქმით, მესამე დაინფიცირებული პაციენტი ირანში იმ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც კორონავირუსი პირველად დაუდგინდა. იგი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით  მოგვიანებით დაბრუნდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა,  მას საზღვარზე  ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


ლუგარის ლაბორატორიაში  სულ 93 პაციენტის ნიმუში შეისწვალეს, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ სამს დაუდგინდა.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს  დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან  ჩამოვიდა. ვირუსი აღმოაჩნდა იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ ახალგაზრდა ქალსაც, რომელიც,   ასევე,  საქართველოს მოქალაქეა. მან სამედიცინო დაწესებულებას 27 თებერვალს მიმართა.

Print
თეგები: #ლუგარი