ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
FaceBook

საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა.

ვირუსით დაინფიცირების მესამე შემთხვევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი ირანში იმ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც კორონავირუსი პირველად დაუდგინდა. იგი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით  მოგვიანებით დაბრუნდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა,  მას საზღვარზე  ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ლუგარის ლაბორატორიაში  სულ 93 პაციენტის ნიმუში შეისწავლეს, რომელთგან კორონავირუსი მხოლოდ სამს დაუდგინდა.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეს  დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან  ჩამოვიდა. ვირუსი აღმოაჩნდა იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ ახალგაზრდა ქალსაც, რომელიც,   ასევე,  საქართველოს მოქალაქეა. მან სამედიცინო დაწესებულებას 27 თებერვალს მიმართა.  



Print