ახალი ამბები
Ryanair-მა მილანისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენები შეამცირა
FaceBook

Ryanair-მა მილანის მიმართულებით საჰაერო ხაზზე სიხშირე 50%-ით შეამცირა

''საქართველოს აეროპორტების გაერთიანების'' ინფორმაციით ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, რეისები არ განხორციელდება, ხოლო მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.

საქართველოში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფისირდა, ერთ შემთხვევაში ვირუსი ირანიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქე მამაკაცს, მეორე შემთხვევაში კი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქე ქალს დაუდასტურდათ.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

Print