ახალი ამბები
ჩინეთიდან საჩხერეში ჩამოყვანილმა სამმა მოქალაქემ სასტუმრო დატოვა
FaceBook

ჩინეთიდან ჩამოყვანილი 34 მოქალაქიდან, საჩხერეს სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში 31 მოქალაქე რჩება.

საჩხერეს სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის თქმით, საქართველოს სამმა მოქალაქემ სამსტუმრო ექიმების სპეციალური ნებართვით დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

''სამმა მოქალაქემ თავად გამოთქვეს წასვლის სურვილი, სათანადო შემოწმება გაიარეს, შემოწმდა რამდენად სათანადოდ იყო იზოლირებული მათი ბინა და ამის შემდეგ დატოვეს სასტუმრო", - განაცხადა მაია ხელაძემ

სასტუმროში ამ დროისთვის საქართველოს 31 მოქალაქე რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ.

საქართველოს მოქალაქეები მერვე დღეა სასტუმროს იზოლატორში იმყოფებიან, სასტუმროს ერთ კვირაში დატოვებენ.

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან 22 თებერვალს ჩამოყვანეს და საჩხერეს საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს.

ჩინეთში მყოფმა მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ამავე თემაზე:

ჩინეთიდან ჩამოყვანილი მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს

ჩინეთიდან საჩხერეში ჩამოყვანილი მოქალაქეები ოთხი დღეა კარანტში რჩებიან

Print