ახალი ამბები
თავისუფალი საქართველო – ქუთაისის მერია ხელფასებს უგვიანებს ბაღებსა და მუზეუმებს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისში, საბავშვო ბაღებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
როგორც პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს ქუთაისში, საბავშვო ბაღებსა და მუზეუმებში დასაქმებულებმა ხელფასები ამ დრომდე ვერ აიღეს. მაშინ, როდესაც ხელფასები უკვე დარიგდა ქუთაისის მერიასა და საკრებულოში.
" ნორმალურ ქვეყანაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს უკანალზე წკეპლის რტყმევით გამოყრიდნენ გარეთ, მაგრამ ჩვენ ნორმალური ქვეყანა არ ვართ, ქუთაისის მერია ხელფასებს უგვიანებს ბაღებსა და მუზეუმებში დასაქმებულ თანამშრომლებს, მერიაში ჯერ თვითონ ირიგებენ ხელფასებს, რადგან აქ მყოფ თანამდებობის პირებს ხალხის უფლებები არ აინტერესებთ, " - აცხადებს წულაია.
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურში განმარტავენ, რომ საჯარო დაწესებულებებს ხელფასები ამ დრომდე იმ მიზეზით არ დაურიგდათ, რომ მათ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა მერიაში არ წარმოუდგენიათ.
ანა ჯანაშია
Print