ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში აშშ ჩაერთვება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ფარგლებში ამერიკის მთავრობა, USAID/Georgia- მეშვეობით აეროპორტს მარკეტინგსა და თანამშრომლების გადამზადებაში ხელს შეუწყობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის დღეს მოეწერა ხელი.

თანამშრომლობის გადამზადებითა და მარკეტინგული მხარდაჭერით, შეერთებული შტატები დაეხმარება აეროპორტს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას იმერეთსა და საქართველოში.

ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს ვებგვვერდზე გამოქვეყნდა.
Print