ახალი ამბები
''გააპარტყუნე ყურები'' - პერფორმანსი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პერფორმანსი სახელწოდებით "გააპარტყუნე ყურების" გაიმართა.

სანახაობის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "უბან- არტი" იყო, რომელთა წარმომადგენლებმა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ყურის ფორმები მიიტანეს.

"ერთი წელია ხელოვნების პარკის მოწყობას ვითხოვთ, სადაც იქნებოდა გალერეა, მუზეუმები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა, ცენტრალურ ხელისუფლებასაც მივმართეთ, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო, ამ აქცია-პერფორმანით ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ გააპარტყუნონ ყურები სანამ დროა", - ამბობს "უბან-არტის" ხელმძღვანელი ხვიჩა დოღონაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელბი ქალაქის ტერიტორიაზე ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას მოითხოვენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია, რომელსაც აქცის მონაწილეები ითხოვენ ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზე არ არის, შესაბამისად,  ტერიტორიის გაცემაზე  ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.









Print