ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში ორი პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი ბერტოლდ ბრეხტის პიესაზე, "დაფდაფები ღამით", მუშაობს.




სპექტაკლი კომედიაა და პირველად იდგმება მესხიშვილის თეატრში.

მასში მესხიშვილის თეატრის მსახიობები იქნებიან დაკავებული.

სპექტაკლის პრემიერა აპრილში გაიმართება.

მეორე სპექტაკლი, რომელზეც თეატრში მიმდინარეობს მუშაობა სოფოკლეს "ანტიგონეა". სპექტაკლის რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა.

"ანტიგონეს " პრემიერა მაისში მოეწყობა.

 

Print
თეგები: #პრემიერა