ახალი ამბები
ჩინეთიდან საჩხერეში ჩამოყვანილი მოქალაქეები ოთხი დღეა კარანტში რჩებიან
FaceBook
ჩინეთიდან ჩამოყვანილი 34 საქართველოს მოქალაქე ოთხი დღეა საჩხერეს სასტუმროში რჩება და საკარანტინო პერიოდს  გადიან.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის თქმით,  მოქალაქეს საეჭვო სიპტომები არ აღენიშნებათ.

'' 34 მოქალაქე ისევ საკარანტინო პერიოდს გადის. საეჭვო სიპტომები და სიცხე მათ არ აღენიშნება, ყველას მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა,  უსაფრთხოების მიზნით კიდევ დარჩებიან კარანტინზე", - ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი მაია ხელაძე.

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან 22 თებერვალს ჩამოყვანეს და საჩხერეს საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს.

ჩინეთში მყოფმა მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს. 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ამავე თემაზე:

ჩინეთიდან ჩამოყვანილი მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს
Print