ახალი ამბები
სამტრედიაში ავტოავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
სამტრედიაში ტრაილერისა და მინივენის დაჯახების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ, მინივენში მსხდომი მგზავრები ჩოხატაურიდან იყვნენ.

"ტრაილერი სამტრედიიდან მოდიოდა და მინივენი ბათუმიდან ბრუნდებოდა. საპირისპირო გზაზე მოხდა ეს ყველაფერი", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს


Print