ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება
FaceBook
მილანის რეისით ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება.

ის მკურნალობას ქუთაისის ახლ ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

ექიმის ნესტან ჭეიშვილის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, რჩება ბოქსირებულ განყოფილებაში. დღეს დილით დაუფიქსირდა 38.5 გრადუსი. გრიპზე და კორონავირუსზე გაგზავნილია გამოკველვა ლუგარის ლაბორატირიაში. პასუხები, ყველაზე მაქსიმუმ ხვალ დილით იქნება. პაციენტი ჩვენთან მანამდე დარჩეს, ვიდრე მისი კლინიკური მაჩვენებლები ნორმაში არ იქნება", – ნესტან ჭეიშვილი.

ექიმი ვარაუდობს, რომ გოგოს მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და კორონავირუსი, სავარაუდოდ, არ დადასტურდება.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
Print