ახალი ამბები
ტყიბულის შახტის მფლობელის პირველი კომენტარი გაფიცვაზე
FaceBook
ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტის მფლობელი კომპანიის Coal of Georgia-ს დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში გაფიცულ მეშახეტეებზე კომენტარს აკეთებს.

მიხეილ სოცკი აცხადებს, რომ მეშახტეების შიში შახტის დახურვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და რომ ძიძიგურის შახტიდან მინდელის შახტში მეშახტეების გადმოყვანა ძიძიგურის შახტის რემონტითაა გამოწვეული. 

"მათ ექნებათ ის ხელფასი, რაც ჰქონდათ ძიძიგურის შახტში მუშაობის დროს, თან ეს დროებითია და რემონტის შემდეგ ეს ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილს დაუბრუნდებიან. თანამშრომლების გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებს", - ამბობს მიხეილ სოცკი.

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი  24 თებერვალს გაიფიცა.

ადგილზე დასაქმებულები დღეს დილით სამსახურში მივიდნენ, თუმცა, პროტესტის ნიშნად არ მუშაობენ. მეშახტეები ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ აპროტესტებენ და სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს აცხადებენ.

ძიძიგურის შახტში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მთავარ მიზეზად კი კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.
Print