ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან დაუბერავს ჩრდილო-დასავლეთით მქროლავი ქარი, არამდგრადი ამინდი ღამის საათებში დაიწყება და 26 თებერვლამდე გაგრძელდება.

26 თებერვალს მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა 9 გრადუსამდე.

მთაგორიან რაიონებში იქნება თოვლჭყაპი, მაღალმთაში კი მოსალოდნელია თოვლი.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 თებერვალს გაძლიერდება ქარი რომელიც გაგრძელდება 28 თებერვლამდე, 29 თებერვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლება და 9-11 გრადუსი იქნება.
Print