ახალი ამბები
ხარაგაულში მუშები ჩინელების ჩამოყვანას აპროტესტებენ
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებულები ობიექტიდან,
მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოყვანილი ჩინელების გაყვანას ითხოვენ.

ავტომაგისტრალზე დასაქმებული მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, ახალი მუშების ჩამოყვანისას ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. ქართველი მუშები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე მათ ადგილზე მყოფი სხვა ჩინელებიც აფრთხილებენ.

"20 მეტრში კიდევ სკოლაა. ჩინელები თვითონ გვეუბნებიან და თვითონაც ეშინიათ", - ამბობს ვახტანგ ჭანკვეტაძე.

კომპანიის კოორდინატორის გოჩა კოპაძის თქმით, შვიდ ჩინელის ბორითში, ცენტრალურ ოფისში, იზოლირებულ ობიექტზე გადაყვანა იგეგმება. რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისივე ინფრომაციით, ისინი დღეში სამედიცინო შემოწმებას რამდენჯერმე გადიან და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ.
Print