ახალი ამბები
დღეს "ბორჯღალოსნები" ბელგიის ნაკრებს ქუთაისში დაუპირისპირდებიან
FaceBook
22 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბში,  ბელგიის გუნდს შეხვდება.
რაგბის ევროპის გათამაშების მეორე ტურის მატჩს ქართველი მორაგბეები ქუთაისში ჩაატარებენ.

შეხვედრა ქუთაისის სარაგბო კლუბის "აია" არენაზე შედგება.

გულშემატკივრებისთვის მოედანზე შესვლა უკვე შესაძლებელია. 

შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ყიდვა სალაროში მატჩის დაწყებამდე შესაძლებელი იქნება
.
Print