ახალი ამბები
სამოქალაქო მოძრაობამ ''დატოვე პარლამენტი ქუთაისში'' საპროტესტო აქცია გამართა
FaceBook
სამოქალაქო მოძრაობამ '' დატოვე პარლამენტი ქუთაისში'' საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , მთავრობის გადაწყვეტირება გააპროტეს . სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნები“ს ხელისუფლება  ებრძვის ქუთაისის განვითარების და ქვეყნის დეცენტრალიზაციის პერსპექტივას.

"ჩვენ დღეს გავაპროტესტეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით მიიღო. მიგვაჩნია, რომ ეს არის შეცდომა. ხელისუფლებამ ქუთაისი და ქუთაისელები რამდენჯერმე „გადააგდო“, რამდენჯერმე მოგვატყუეს. ჯერ გვითხრეს, რომ პარლამენტი დარჩებოდა ქალაქში მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციიდან ამოიღეს ჩანაწერი. მერე ითქვა, რომ აქ განთავსდებოდა საპოლიციო ჰაბი. ეს ტყუილების კასკადი არ მთავრდება''-, აღნიშნა ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

„პარლამენტის შენობის გაყიდვა ეს უკვე განაჩენია ქუთაისისთვის“, - თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ზეკო ხაჩიძემ. 

მოძრაობამ „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ სამოქმედო გეგმაც გააჟღერა.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთაც თავიანთ პროგრამებში ექნებათ გაწერილი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნების საკითხი“, - აღნიშნა მოძრაობის წარმომადგენელმა ეკა ფხაკაძემ. 

ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს 240 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, ერთი წელია მიტოვებულია. 2019 წლის იანვრიდან შენობა დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა.


ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისებაზე

ხუთი უწყება, რომელიც ქუთაისს წაართვეს (ვიდეო)

"მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება“ - ქუთაისის მერი


„ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ" - გიორგი გახარია

 

Print