ახალი ამბები
საჩხერეში შვილმა მამა მოკლა
FaceBook

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალაში არასრულწლოვანმა მამა მოკლა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის მოზარდმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

არასრულწლოვანი მოზარდი ადგილზე დააკავეს, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print