ახალი ამბები
„ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ" - გიორგი გახარია
FaceBook

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.

გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხზე უკვე მუშაობს.

 

„ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუქნცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,- განცახდა გიორგი გახარიამ.

ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს 240 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, ერთი წელია  მიტოვებულია. 2019 წლის იანვრიდან შენობა დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა.

პარლამენტის შენობის გასხვისების პარალელურად, ქუთაისპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში ქუთაისის მერიის გადასვლა იგეგმება.

Print
თეგები: #პარლამენტი