ახალი ამბები
ტყიბულში პარკი და სპორტული კომპლექსი მოეწყობა (ფოტო)
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ტერიტორიაზე  სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში არსებული სკვერში დაიგება ქვის ფილები, რეაბილიტირდება შადრევანი, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი.


ტყიბულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის ესკიზი





სპორტული მოედნის ესკიზი



,,ასევე განთავსდება სპორტული ტრენაჟორები და ძელსკამები. რეაბილიტაციის შემდგომ, აღნიშნულ ტერიტორიას ძველი ფუნქცია დაუბრუნდება და სპორტის სასახლესთან, საცურაო აუზთან ერთად, ერთ კომპლექსში მოექცევა დასასვენებელი, სპორტული და გასართობი სივრცეები," - აცხადებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში.

პარკისა და სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება. 

პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს.


Print