ახალი ამბები
სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
FaceBook

გიგა აბრალავას, რომელმაც სამტრედიაში, სამოქალაქო  რეესტრის შენობაში ცოლს ყელი გამოჭრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს. მოსამართლის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნის დატოვების რისკები არსებობს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია დაცვის მხარეს. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს ეთანხმება, თუმცა, არ იზიარებს აღკვეთი ღონისძიების მოტივს - ბრალდებულის მიერ მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების შესახებ, რადგან მისი დაცვის ქვშ მყოფი პოლიციისთვის ჩაბარებას თავად აპირებდა.

ბრალს აღიარებს თავად დაკავებული.

სამტრედიაში ქმარმა ცოლი მიმდინარე წლის 18 თებერვალს მოკლა. დამნაშავე, 1992 წელს დაბადებული გიგა აბრალავა  სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს.


ამავე თემაზე:

სამტრედიაში კაცმა ცოლი მოკლა


Print