ახალი ამბები
მილიონობით ტონა ტვირთბრუნვა და გაორმაგებული მგზავრთა ნაკადი საქართველოს რკინიგზაში
FaceBook
საქართველოს რკინიგზა 2019 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს ასაჯაროებს.

როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, 2019 წელს გადაზიდული ტვირთი თითქმის 1 მილიონი ტონით აღემატება 2018 წლის მონაცემებს.

,,ტვირთის გადაზიდვით 2019 წელს მიღებული შემოსავალი თითქმის 67 მილიონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით," - აცხადებენ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში. 

მათვე ინფორმაციით, ასევე დაფიქსირდა მგზავრთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი.

,,სამგზავრო გადაყვანებში ისტორიული მაჩვენებლებია - საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადაყვანილია 3 მილიონზე მეტი მგზავრი," - ამბობენ რკინიგზის ადმინისტრაციაში.

მგზავრთა გადაყვანებით საქართველოს რკინიგზამ  31 მილიონ ლარი მიიღო.

ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან რეისები სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურად სრულდება. 


Print