ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტში დაიწყება
FaceBook

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება. 


შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის თქმით, მარტის პირველივე რიცხვებში მზად იქნება აბიტურიენტთა ცნობარიც, სადაც ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სჭირდებათ პროგრამების ასარჩევად, მოცემული იქნება.

''დღეს კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ გავაკეთებთ რეგისტრაციის პროცესის მოდელირებას, ყოველ წელს, სამწუხაროდ არის აბიტურიენტების ნაწილი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ეთიშება საგამოცდო პროცესს, რომ რეგისტრაცია წარმატებით ვერ გაიარა - არ დააჭირა თითი შენახვის ღილაკს და ა. შ. ამიტომ ვეცდებით ვაჩვენოთ რეგისტრაციის პროცესი როგორ გაიარონ",- განაცხადა გორგოძემ.

სოფიო გორგოძის თქმით , ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება.

Print