ახალი ამბები
ბაღდათში "ქართული ოცნების" აქტივისტებს "ევროპული საქართველოს" პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებენ
FaceBook
პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" ბაღდათის ორგანიზაციის თავმჯდომარე "ქართული ოცნების აქტივისტებს" გარე აბრებისა და პარტიის სააგიტაციო მასალების ჩამოხევაში ადანაშაულებს.
შალვა დათუაშვილის თქმით, შემთხვევა 19 თებერვალს, დილით მოხდა. 

"კარები ვერ შეამტვრიეს, რადგან რკინის იყო. ჩამოუხევიათ გარე აბრები და პარტიის სააგიტაციო მასალები. მე რამდენიმე წუთის გამოსული ვიყავი ოფისიდან და ჩვენი ოფისის მეპატრონემ შეამჩნია არეულობა ადგილზე", - ამბობს შალვა დათუაშვილი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მათ პოლიციაში არ განუცხადებიათ. 

"ქართულ ოცნების"  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ,  რომ მათ წარმომადგნელებს ბაღდათში არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ამბავთან. 



Print