ახალი ამბები
"საქართველო ერთ ჯიბეში" - დაპირისპირება ოპოზიციის პერფორმანსზე (ვიდეო)
FaceBook

"საქართველო ერთ ჯიბეში", "ახალგაზრდებს ვერ გვიყიდი" - ამ სლოგანებით "გაერთიანებული ოპოზიციის"ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა  ბანკი "ქართუს" წინ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი  გამართეს.


აქციაზე,  მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებსა და აქტვისტებს შორის ვიდეორგოლის  ჩვენების მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა.


აქციის მონაწილეები სიმბოლურად,  ბიძინა ივანიშვილის ბანკის წინ,  პროექტორის დახმარებით, ვიდეორგოლის გაშვებას ცდილობდნენ, სადაც,  მათი თქმით, აღწერილია როგორ ჩაიდო ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ჯიბეში.
მერიის თანანმშრომლები ტროტუარის შეზღუდვის მოტივით,  აქტივისტებს ვიდეორგოლის გაშვების უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.


პარალელურად, აქციის მონაწილეებმა ბანკის ფასადზე პოსტერი წარწერით "საქართველო ერთ ჯიბეში" გააკრეს, რასაც ასევე  დაპირიპსრება მოჰყვა. პოსტერი მალევე ჩამოხია ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.


საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა პროექტორის დახმარებით  ვიდეორგოლის ჩვენება მაინც მოახერხეს. ეკრანის ნაცვლად კი იმ გვირაბის ჭერი გამოიყენეს, სადაც ბანკი „ქართუ“ მდებარეობს.

Print