ახალი ამბები																												
					
				
										
											სამტრედიაში კაცმა ცოლი მოკლა 									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									15:03 / 18.02.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის
შენობაში, მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც
მსხვერპლი განქორწინების საქმეს არკვევდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დამნაშავე, 
1992 წელს დაბადებული გ.ა.
სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე,
 მოქალაქეთა მომსახურების
დარბაზშივე დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს
სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების
პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი
იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის
ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან
ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი
განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის
მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, 
რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები