ახალი ამბები
სასეირნო ბილიკი, მდინარეზე გადასახედები - როგორი იქნება ახალი სკვერი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან,  ნიკიტინის ქუჩაზე, საავტომობილო გზასთან ერთად, სკვერის მოწყობაც იგეგმება.

მერიამ უკვე გაავრცელა ნიკიტინის ქუჩაზე ახალი სკვერის ვიდეო ესკიზი.




ქუთაისში ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენლად ქუთაისის მერიამ ტენდერი (SPA200001671) უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 000 ლარია, რომელშიც ნიკიტინის ქუჩაზე მოსაწყობი სკვერის პროექტირების გარდა, ვაჟა ფშაველას ქუჩა #58-თან არსებული სკვერისა და აღმაშენებლის გამზირის #125-ის მიმდებარედ სკვერის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  სამუშაოები შედის.

ნიკიტინის ქუჩაზე ახალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დასარულს უახლოვდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 280 000 ლარამდე იხარჯება. აღნიშნული გზით რუსთაველის ხიდი გრიშაშვილის ქუჩას დაუკავშირდება.


26 წლის ქუთაისელი თამაზ ნიკიტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ემსხვერპლა. ახალგაზრდა ჯარისკაცის ომში დაღუპვის შემდეგ ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი დაარქვეს.




Print