ახალი ამბები
ექსტერნატის გამოცდები დაიწყო
FaceBook
პირველიდან მე-11 კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის გამოცდები დაიწყო.

ექსტერნის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს
პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ექსტერნის ფორმის პროგრამის  გამოცდები 18 თებრვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

 

''მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით,  ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება''-, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

Print