ახალი ამბები
გოგი წულაია 500 ლარით დააჯარიმეს
FaceBook
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, პერფორმანსის ჩატარების დროს ბილწსიტყვაობის მიზეზით, 500 ლარით დააჯარიმა.

მისი დაჯარიმება წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე მოხდა. 

"კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას თავი დაანებეთ, არ ჩაატაროთ პერფორმანსი, არ გალანძღოთ ხელისუფლება, თორემ სულს ამოგაძრობთ ჯარიმებში", - ამბობს გოგი წულაია, რომელიც დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. 

გოგი წულაიამ მერიასთან შეშა დასანთებად  13 თებერვალს მიიტანა, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

წულაიას პერფორმანსი სახელწოდებით - "მოდით და გათბით" ქალაქში ბუნებრივი აირის გამორთვას ეხმიანებოდა. 

ეს არ არის სასამართლოს მხრიდან წულაიას პირველი დაჯარიმების შემთხვევა. ის, მიმდინარე წლის სამ იანვარს, ბუჩქებზე "პოლიტიკური სათამაშოების" დაკიდების გამო 1 000 ლარით დააჯარიმეს.

Print