ახალი ამბები																												
					
				
										
											გოგი წულაია 500 ლარით დააჯარიმეს 									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									17:10 / 17.02.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												პოლიტიკური პარტია "თავისუფალი
საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო
სასამართლომ, პერფორმანსის ჩატარების დროს ბილწსიტყვაობის
მიზეზით, 500 ლარით დააჯარიმა.
მისი დაჯარიმება წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე
მოხდა. 
"კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას თავი დაანებეთ, არ
ჩაატაროთ პერფორმანსი, არ გალანძღოთ ხელისუფლება, თორემ სულს
ამოგაძრობთ ჯარიმებში", - ამბობს გოგი წულაია, რომელიც დღევანდელი
განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. 
გოგი წულაიამ მერიასთან შეშა დასანთებად  13 თებერვალს მიიტანა,
თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.
წულაიას პერფორმანსი სახელწოდებით - "მოდით და გათბით" ქალაქში
ბუნებრივი აირის გამორთვას ეხმიანებოდა. 
ეს არ არის სასამართლოს მხრიდან წულაიას პირველი დაჯარიმების
შემთხვევა. ის, მიმდინარე წლის სამ იანვარს, ბუჩქებზე "პოლიტიკური
სათამაშოების" დაკიდების გამო 1 000 ლარით 
დააჯარიმეს.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები