ახალი ამბები
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook

ხონში, ჩაის ფაბრიკის საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

შენობაში ცეცხლის ჩაქრობას 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

სკოლაში, სადაც ერთი საათის წინ ძლიერი ხანძარი იყო, 37 მოსწავლე სწავლობს.

ხონის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ბაღის შენობის საკუჭნაოს მოედო, რომელიც სკოლას უერთდება, შემდეგ კი სკოლის სახურავზე გავრცელდა.

"უფუნქციო საკუჭნაოა ბაღში და იქ მოეკიდა რაღაცას ცეცხლი. მერე გადასულა სკოლის სახურავზე. ადმინისტრაციას საკუთარი ძალებით, ცეცხლმაქრებით უცდია ჩაქრობა,მაგრამ დიდი ცეცხლი იყო, რას მოერეოდნენ. შემდეგ გამოუძახებიათ სახანძრო. დროულად მოხდა ბავშვების ევაკუაცია, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ახლა დავითვლით ზარალს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს. ხვალ თუ არა ზეგ, ბავშვებს ალტერნატიულ შენობაში გადავიყვანთ",-ამბობს ხონის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ჯულიეტა ქობალია.

ხანძრის გაჩენის მომენტში ბაღშიც და სკოლაშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.



ამავე თემაზე:


ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ხანძარია

 

Print