ახალი ამბები
"ხელის შეშლა სცადეს" - "გაბდეს" აქტივისტების პროტესტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

რასაც სასამართლოს მანდატურებსა და მოძრაობის რამდენიმე წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"სიმბოლურად მოვედით სასამართლოსთან, რომ სოლოდარობა გამოგვეცხადებინა ჩვენი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო დააჯარიმეს,შენობის დაცვამ აქციის ჩატარების საშუალება არ მოგვცა. შენობას 20 მეტრით დაშორებული ვართ, მერე თქვეს, რომ ღობეს უნდა დავშორდეთ, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რათა ჩვენ აქცია არ ჩაგვეტარებინა''-, ამბობს  ''გაბედეს'' წევრი გაგი ახლაძე.

მოძრაობა '' გაბედეს''  6 წევრი, თბილისში, ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური გადასვლისთვის დააკავეს , დაკავებულების სასამართლო თბილისში, დღეს 5საათზეა.

სოლიდარობის აქცია დღეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართება.
Print