ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა ნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა
FaceBook
ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭომ (ACI Europe) ქუთაისის აეროპორტის მუშაობა შეაფასა.
საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით მგზავრთა ნაკადის ზრდით ქუთაისის აეროპორტი ევროპაში მეორე ადგილზეა. 

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის  აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს. 

,,აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია," - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს ქუთაისი წინა წელთან შედარებით 41.6 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა. 

მგზავრთა ნაკადი გაორმაგებულია (43 % - ით) 2020 წლის მონაცემებითაც. 

2020 წლის იანვარში   აეროპორტით  სულ 79 759 მგზავრმა ისარგებლა.

,,ეს მაჩვენებელი 43 % -ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა მგზავრთა რაოდენობამ 55 895 შეადგინა," - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.


აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც მეტია: 2019 წლის იანვარში აეროპორტში სულ 188, ხოლო 2020 წლის იანვარში 270 ავიარეისი შესრულდა.


აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.
Print