ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 22 თებერვლამდე უნალექო და თბილი ამინდია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 19 თებერვლამდე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 21-22 თებერვალს კი ქარი შესუსტდება.

მოსალოდნელია ღამის ტემპერატურის დათბობაც და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-160 იქნება.


სინოპტიკოსების ცნობით, 22 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი და ნალექიანი ამინდი 23 თებერვალსაც შენარჩუნდება.  მთაში და მაღალ მთაში მოთოვს.
Print