ახალი ამბები
ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალში მინა ჩაამსხვრიეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ "საქართველოს ბანკის" ფილიალში მინა ჩაამსხვრიეს.
დაზიანებულია მხოლოდ შუშის კარები. დამნაშავემ შიგნით შეღწევა ვერ შეძლო.

ადგილზე მყოფი ბანკის წარმომადგენლის თქმით, დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

"არ ვიცით რა მოხდა. ძაღლმა ჩაამტვრია, თუ ადამიანმა, ჯერ არ ვიცი", - ამბობს ბანკის წარმომადგენელი. 

მათ ჩამტვრეული შუშის კარი ფილიალში დღეს დილით დახვდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.


Print