ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობისთვის გაზის სრულად მიწოდება სამი დღის შემდეგ აღდგა
FaceBook
ქუთაისში, მოსახლეობისთვის გაზმომარაგების მიწოდება სრულად აღდგენილია.

ქალაქში აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება 12 თებერვალს შეუწყდა. ბუნებრივი აირის გარეშე 44 000 აბონენტი იყო დარჩენილი.


ამ პრობლემის გამო, ქალაქის რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ერთი დღით შეწყდა.

"სოკარ ჯორჯია გაზში" განმარტავდნენ, რომ გაზის მოწოდების შეფერხების მიზეზი ყინვების გამო მილების დაზიანება გახდა.


Print