ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტოპარკის მშენებლობისთვის ორ მილიონზე მეტს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია  ახალი ავტოპარკის მშენებლობისთვის 2 695 874 ლარს დახარჯავს.
სწორედ, ამ თანხაზე აქვს გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვა მერიას, სადაც პრეტენდენტებისთვის წინადადების მიღება 4 მარტს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება. 

ტენდერში გამარჯვებულლმა კომპანიამ  ევროპული სტანდარტების ავტოპარკი სულხან საბას ქუჩაზე (ავანგარდის დასახლებაში) უნდა მოაწყოს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  კომპანია, რომელიც აიღებს ავტოპარკის მოწყობის პასუხისმგებლობას,  მშენებლობა ხელშეკრულების  დადებიდან   რვა თვის განმავლობაში უნდა შეძლოს. 




ვტოპარკის პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდება. 

რაც შეეხება, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ივლისის თვეში დააანონსა. მისი თქმით, 2020 წლიდან ქალაქში 80 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. ავტობუსების შეძენას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (იბიარდი) დააფინანსებს.

პირველ ეტპზე მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ საავტობუსო პარკს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.

ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების ხელშია, რომლებიც მგზავრების ეფექტურ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია. საღამოს საათებში კი ქალაქში გადაადგილება გართულებული.

Print