ახალი ამბები
რიკოთის მაგისტრალთან ობიექტის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
FaceBook

რიკოთის უღელტეხილზე, უბისასთან, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დროს, ობიექტი ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად  სამი ადამიანი დაშავდა.

"საქართველოს ახალი პროფკავშირების" ინფორმაციით, სამი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.

პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, სამშენებლო ნორმების დარღვევით იყო აშენებული.

„ერთს რვა ადგილზე აქვს ნეკნი მოტეხილი, აქვს მალების დაზიანებაც და არის მძიმედ. ახლა იმყოფება ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ თოვლის საფარმა დააზიანაო, რაც გამორიცხულია, ხუთსანტიმეტრიანი თოვლი როგორ დააზიანებდა შენობას? სავარაუდოდ, არ იყო სამუშაოები სწორად შესრულებული“,-ამბობს ვიტალი გიორგაძე.

მისი თქმით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, მუშები ძირითადად, შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდნენ.


უბისასთან ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფი“ ახორციელებს.

Print