ახალი ამბები
სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების დროს დახმარება არ შეუჩერდებათ
FaceBook

2020 წლის აპრილიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში მათ საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ,


- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, გადამოწმების დროს სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებოდათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური სრულად უნაზღაურდებათ, მათთვის ეს პერიოდი მაინც მძიმეა, რადგან ისინი სიღარიბის პირისპირ ბედის ანაბარა რჩებიანდენ

''ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის მიღება, შემდეგ კი, მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, პროგრამაში მათი მონაწილეობა გაგრძელდეს ან შეწყდეს. ამისათვის დამატებით საჭიროა წელიწადში 5,4 მილიონი ლარი. ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორიციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია რამდენიმე უწყებასთან, ცვლილება მიმდინარე წლის აპრილიდან ამოქმედდება", - განაცხადა ხუნდაძე

ქვეყანაში დაახლოებით 4300 ათასი სოცილურად დაუცველი ადამინია.

 

Print