ახალი ამბები
"მხარდაჭერა სოციალურ მუშაკებს" - ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებული სოციალური მუშაკებისთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
"საუკეთესო სოციალური მუშაკების გუნდი დღეს არ მუშაობს და იმ საქმეს არ აკეთებს მთელი შეგნებული ცხოვრება აკეთებდა უმაღლეს ხარისხზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს", - ამბობს სოციალური მუშაკი, ნათია წივწივაძე. 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის 29 იანვარს 33-მა სოციალურმა მუშაკმა დამსაქმებლისგან მიიღო შეტყობინება, რომ მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად უწდებოდათ შრომითი ხელშეკრულება. იმერეთიდან შვიდი სოციალური მუშაკი დაითხოვეს, ქუთაისიდან - ოთხი.


ამავე თემაზე:

სოციალური მუშაკების გათავისუფლების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს
Print