ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა
FaceBook
ქუთაისში,  ბუნებრივი აირის სამდღიანი გათიშვის შემდეგ, დღეს მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდებაც შეუწყდა. 


ამის მიზეზად "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" დენის გათშივას ასახელებენ.

"ქუთაისში დიდთოვლობამ მუხნარის წყლის სატუმბი სადგურის მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, საიდანაც ხდება ქალაქის ნაწილის წყალმომარაგება. ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთიასის-სერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად აღდგენითსამუშაოებს ახორციელებენ. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგებათ", - წყალმომარაგების კომპანიის კომუნიკაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ელენე ჭანტურია.


მათივე ინფორმაციით, ამჟამად წყლის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

Print