ახალი ამბები
იმერეთის სოფლებში თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
FaceBook

იმერეთის რამდენიმე სოფელში ძლიერმა თოვამ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.


შედეგად, აბონენტების ნაწილი დენის გარეშეა დაჩენილი. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ. - ს მიაღწია.  ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე  გადაადგილება  დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდულია.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ენერგომომარაგების შეზღუდვით გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

Print